ახალი ამბები
60-იანი წლების ანტისაბჭოურ მოძრაობაზე ზუგდიდელებს დისიდენტი პოეტი ედემ კვირტია ესაუბრა
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე დისიდენტმა და პოეტმა ედემ კვირტიამ ზუგდიდში, 60-იან წლებში დაწყებულ ანტისაბჭოთა მოძრაობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მიმოიხილეს მისი წიგნი "პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე", რომელშიც თავმოყრილია მოგონებები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების, იმ დროინდელ ზუგდიდში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების დისიდენტური საქმიანობის შესახებ. შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეკრანზე ენახათ ედემ კვირტიას დოკუმენტური არქივი და ფოტოები. შეხვედრის ორგანიზატორი, "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა გვიყვება, რომ 2010 წელს გამოშვებული წიგნი მას ხელში შემთხვევით, ცოტა ხნის წინ ჩაუვარდა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა როგორც ავტორთან, ისე მის თანამებრძოლებთან დაკავშირება, მოგვიანებით კი შეხვედრის ინიციატივაც გაუჩნდა. "წიგნმა განსაკუთრებული ემოციები აღძრა ჩემში. მასში საუბარია გასული საუკუნის 60-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობაზე, რომელსაც სათავეშო ედგა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. მაშინ, როდესაც მთელ საქართველოში უშიშროების სამსახურს ველი მოსუფთავებული ჰქონდა, სრულიად მოულოდნელად ზუგდიდში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნება ორი ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს დაღწევა საბჭოთა კლანჭებიდან და მისი სრულფასოვანი დამოუკიდებლობა. მას შემდეგ, რაც ეს ისტორია ჩემთვის ცნობილი გახდა, დავიწყე მისი პოპულარიზაცია, ყველა შესაძლო საშუალებით. გავიცანი ანტისაბჭოთა მოძრაობის ჯერ კიდევ ცოცხალი ლიდერები, საუბარი მაქვს ანრიდ სანაიაზე და წიგნის ავტორ ედემ კვირტიაზე", - ამბობს დავით ლოგუა.ის მიიჩნევს, რომ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს მეტი დაფასება სჭირდებათ. ამასთან ლოგუა მსგავსი შეხვედრების ხშირად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც მისი თქმით დაეხმარება ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე და პარალელი გაავლონ წარსულსა და დღეს მიმდინარე მოვლენებს შორის. "დღევანდელი შეხვედრა არის პატივისცემის გამოხატულება ედემ კვირტიასა და მისი თანამებრძოლების მიმართ. დასანანია, რომ დღეს ეს ადამიანები მივიწყებულნი არიან. დამოუკიდებლობის დღემ ისე ჩაიარა, არც არავის გახსენებია ისინი, მაშინ როდესაც სწორედ მათ თავგანწირვაზე დგას ქვეყნის დამოუკიდებლობა. სასურველია, სანამ ისინი ჩვენს გვერდით არიან, დავაფასოთ, მოვიკითხოთ და გავამხნევოთ", - თქვა ლოგუამ.შეხვედრას ედემ კვირტიას ოჯახის წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. მათ ედემ კვირტიას კითხვებით მიმართეს და მისი საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადეს. ედემ კვირტია ჩხოროწყუს სოფელ კირცხში 1943 წელს დაიბადა. ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის ის 1963 წელს სხვა თანამებრძოლებთან ერთად გაასამართლეს. სასჯელს ის 3 წლის განმავლობაში მკაცრი რეჟიმის შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.