ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ფასებმა 13, 3%-ით მოიმატა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, გასულ თვესთან შედარებით, ფასები მომატებულია 1, 1 %-ით.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუშფი ფასები გაზრდილია 22%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში - 20%ით, ხოლო საცხოვრებელს, წყალის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში - 16,1%ით.
წლიური მაჩვენებლისგან განსხვავებით, 2022 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზეა შემცირებული.
მასალის გამოყენების პირობები