მთავრობის განკარგულებით,დღეს, 30 ივლისს, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში გლოვის დღეა.
დაშვებულია სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ქვეყნის მასშტაბით.
29 ივლისს, გუდაურის მიმდებარედ პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი ადამიანის სამაშველო ოპერაციისთვის გამგზავრებილმა შსს-ს კუთვნითლმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად დაღუპულია ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ასევე, გარდაცვლილია ერთ-ერთი პარაპლანისტიც, უცხოელი, რომლის სამაშველო ოპერაციაც მიმდინარეობდა. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი დაშავდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.
რადიო "ათინათი" უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მასალის გამოყენების პირობები