უახლოეს დღეებში სიცხესთან ერთად ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ
7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები