ფოთის პორტში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე - 14 წლისთავთან დაკავშირებით მემორიალი გაიხსნა.
მემორიალი იმ ადგილას გაიხსნა, სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ჭურვები ჩამოვარდა.
ცერემონიალს პორტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი ხელისუფლება, რიგითი მოქალაქეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
,,ვამაყობ რომ ვაჟკაცი გავზარდე, ყველაზე ცუდი დღეა დღეს ჩემთვის, კარგია რომ ჩემს შვილს ასახელებენ, თუმცა ჩემთვის ძაან რთულია’’, - ამბობს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა.
რუსმა სამხედროებმა ფოთის პორტი 8 აგვისტოს ღამით დაბომბეს, რა დროსაც პორტის სამი თანამშრომელი გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები