TI - მაისში შეტანილ პეტიციას ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით საკრებულოში 2022 წლის მაისში შეტანილ პეტიციას ზუგდიდის მერიამ მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
პეტიციას ხელი 651 - მა ადგილობრივმა მოქალაქემ მოაწერა.
,,ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩასა და მის შესახვევებში, ასევე ბორჯომის ქუჩის შესახვევეებში გზის საფარის მოასფალტებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ვითხოვდით. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი პირველ ეტაპზე მომზადებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შემდეგ კი დაიწყებს მუშაობას პროექტის განხორცილებაზე'', - ვკითხულობთ TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები