მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენი ჩაერთო.
მესტიაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ამ დროისთვის მათთან სატელეფონო კავშირი არ არის, თუმცა დადგენილია ლოკაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია გუშინ
გაავრცელა. მათივე განმარტებით უამინდობის გამო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილთან მისვლა ვერ შეძლო. მაშველთა ჯგუფი ტურისტების დასახმარებლად მათკენ ფეხით მიემართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები