ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი - ზაზა ყურაშვილი წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია მყარ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს, რითაც მისივე თქმით, "დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტია - "საქართველოსთვის" ტანდემში ახორციელებდნენ".

"ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში", - თქვა კობახიძემ.

მან თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა" ხელისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაციით მიმართა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური არჩევნების დანიშვნას ეხება, აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ.

მანამდე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილა "ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის, გიორგი გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და კომისიების არჩევის შესახებ განკარგულებების გაუქმებას ითხოვდა.

ამ მოცემულობით სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ხელახლა უნდა აირჩიონ. ამ ეტაპზე წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ აქვს. "ქართული ოცნება" 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები. რამდენიმე კვირის წინ მანდატი დატოვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვახტანგ წურწუმიამ, რის გამოც თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში პარტია "საქართველოსთვის" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.