ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოსწავლე უფროსის თანხლებით გზაზე გადადიოდა, როცა შემთხვევა მოხდა.
მათივე თქმით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები