ახალი ამბები
ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდა
ზუგდიდში, ​მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ "ფესვებში", მეგრულ-აფხაზური სახლის "აბაყას" გახსნით დაიწყო, მოგვიანებით კი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაგრძელდა.ფესტივალში მონაწილეობდნენ პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან. ამასთან სცენაზე გამოვიდნენ ადგილობრივი პოეტები და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.ლაზ სტუმრებსა და თურქეთში შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს საჩუქრად გადაეცათ "ვეფხისტყაოსნის" მეგრული თარგმანის, "ყილოშტყებამის" ეგზემპლარები.ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა გვასალიას, ემიგრანტთა ბაღ "ფესვების" დამფუძნებლის, პოეტ ლია ნაროუშვილის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.