ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ კინდღთან ნისანის მარკის ავტომობილი გზისპირა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანა აალდა.
შემთხვევას ავტომობილში მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ შეტყობინება მათ 30 ოქტომბერს, 19:18 საათზე მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო ბრიგადები. დაღუპულთა ცხედრები სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები