გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრის ჩათვლით კვლავ უფასო იქნება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახანგრძლივდა და მას 22 ნოემბრის ჩათვლით მსურველები უფასოდ ჩაიტარებენ.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა და ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრის ჩათვლით კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები