ხობში ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს.
მას 8 წლის გოგონაზე, საკუთარ ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.
დაკავებულს ფოთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები