საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 7000 დევნილი ოჯახისთვის ბინები მშენებლობაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, წელს, ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
"ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს," - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 85 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები დაუკანონდება.
ფოტო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მასალის გამოყენების პირობები