სამრეწველო გადამუშავების მანდარინისთვის მთავრობა სუბსიდიას გასცემს
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.
ირაკლი ღარიბაშვილემა სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ სახის მხარდაჭერა ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.
„ჩვენი მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.სამრეწველო გადამუშავების მანდარინისთვის მთავრობა სუბსიდიას გასცემს
მასალის გამოყენების პირობები