აფხაზეთიდან ომის დროს დაკარგული პირების იდენტიფიცირებულ რამდენიმე ნეშტს ხვალ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იუწყება.
ამავე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 17:00 საათიდან 8 დეკემბრის 14:00 საათამდე გაგრძელდება.
იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს სამხედრო პატივით ხვალ 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები