"ათინათმა" საგრანტო კონკურსში დაფინანსებული ორი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა (ფოტო)
17:48 / 15.12.2022
"ათინათმა" სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პროექტის "SECTORs" ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთა პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს.საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა გრანტები ორი პროექტისთვის მოიპოვეს და განახორციელეს. მათ შორისაა "ძველი კოლხური ტრადიციების გაცოცხლება - ღომი და მჭადი" და "სამარგალო მართალო შხვა რე" (სამეგრელო სულ სხვაა).ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა. დასკვნითი ნაწილი კი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტისა და გასტრონომიული კულტურის მკვლევარის დალილა ცატავას საჯარო ლექციას - "სამეგრელოს გასტრონომიული კულტურა და გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობები" დაეთმო.ლექციაზე ვრცლად მიმოიხილეს რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი, მისი როლი ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში."ჩემთვის, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლისთვის, ძალიან საინტერესო ღონისძიება გახლდათ. მისასალმებელია ახალგაზრდების მიერ ასეთი მნიშვნელოვანი თემებით დაინტერესება. ძალიან საინტერესო იყო მათი თვალით დანახული ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მივიწყებული მცენარეების "ღუმუს" (მცენარე ღომი) და "ჭკიდის"(მცენარე მჭადი) გაცოცხლებაზე ფიქრი. სწორედ ასეთი ჩართულობით იწყება მნიშვნელოვანი თემების წამოწევა", - აღნიშნა ღონისძიების დასასრულს ეთნო სოფელ "სისატურას" დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ.პრეზენტაციებსა და ლექციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - "SECTORs" ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით ახორციელებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები