ხობელმა მოჭიდავემ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.
ვახტანგ ლოლუა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
ხობელი სპორტსმენი ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა.
ლოლუა გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში სულ 13 მედალი მოუტანა ნაკრებს-5 ოქრო,5 ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
მასალის გამოყენების პირობები