"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ანა წითლიძე, რომელიც მეექვსე დღეა, შიმშილობს, თავს სუსტად გრძნობს.
კირკიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტში ექიმებს ელიან.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს კირკიტაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა
ანა წითლიძემ თანაგუნდელებთან ერთად შიმშილობა პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 6 დღის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები