სამზადისი ზუგდიდის ბაზარში - რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა (ფოტო, ვიდეო)
17:10 / 27.12.2022
ახალი წელი,ზუგდიდი და ცხოვრება ზუგდიდთან ახლოს წარმოუდგენელია ერთი სივრცის გარეშე, რომელიც ქალაქისთვის ცალსახად სახასიათოა და მის მთავარი არტერიაც კი შეიძლება ვუწოდოთ. ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ადგილობრივებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მით უმეტეს ახალი წლის დღეებში. ყველა და ყველაფერი აქ იყრის თავს.
ყოველ წელს ბაზარში მომხარებლის რიცხვი უფროდაუფრო მცირდება. აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ მყიდველს ხშირ შემთხვევაში ფასიც აშინებს. კიდევ ერთი მიზეზი სიდუხჭირესთან ერთად ქვეყნიდან და რაიონებიდან ხალხის გადინებაა.
"ხალხი გასულია, ფულიც არ აქვთ, ფასებიც მომატებულია, გლეხსაც არ უღირს, რომ ნაშრომი იაფად გაყიდოს და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ წელს უფრო და უფრო ცოტა ხალხი მოდის. ხომ ხედავთ თქვენც, ცარიელია ბაზარი,გაიგებენ ფასს და მიდიან," - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ფასები მომატებულია თითქმის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც საახალწლო სუფრისთვისაა საჭირო. ყველის ღირებულება 27 ლარიდან იწყება,ნიგვზის ფასი საშუალოდ 20 ლარიდან 30-მდე მერყეობს. ერთი ლიტრი თაფლის შესაძენად მინიმუმ 11 ლარი დაგჭირდებათ. წინა წელთან შედარებით მომატებულია საქონლის, ღორის და ფრინველის ხორცის ღირებულებაც. ქათმის ხორცის ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება. ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება კი 18-25 ლარამდე მერყეობს, გაყინული ღორის ხორცის ფასი წელს მინიმუმ 11 ლარია, გოჭის კი 120 ლარიდან იწყება. "ყველგან მაღაზიებია,სუპერმარკეტები, გარეთაც ხალხი ზის და ვინ უნდა შემოვიდეს, ჩვენ რასაც ვყიდით(ნიგვზის) ფასი მომატებულია, იწყება 18 ლარიდან, 22 ლარი, 28 ლარი, არ აქვს ხალხს ფული, ყველა გასულია საზღვარგარეთ და როგორ იქნება ხალხი,"- გვითხრა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრემ დიანა ჩუხუამ. ყველაფერთან ერთად გაზრდილია ხილის და ბოსტნეულის ფასები. ვაშლის ღირებულება საშუალოდ ორი ლარია,კიტრის და პომიდვრის შესაძენად მინიმუმ 4 ლარი დაგჭირდებათ. საშუალო ზომის ნაძვის ხის შესაძენად მინიმუმ 60 ლარი დაგჭირდებათ, თუმცა მცირე ზომის ხელოვნურ ნაძვის ხის შეძენას 20 ლარადაც შეძლებთ, ჩიჩილიკების ფასი კი 5 ლარიდან იწყება. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ მომხმარებლის სიმცირეს სუპერმარკეტების და ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების სიმრავლეც განაპირობებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები