ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სოლიდარობის აქცია ზუგდიდში 18:00 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სკეიტ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ზუგდიდში პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასაც ელოდებიან.
მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები