სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საშუალო ტემპერატურა დღის განმავლობაში 12-17 გრადუსი იქნება.
20 იანვრიდან სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს. სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ უამინდობა რამდენიმე დღე შენარჩუნდება, თუმცა ქარის სიმძლავრე წინა კვირასთან შედარებით სუსტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები