ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ოპელის მარკის მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.
ინციდენტი დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები