ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა,
რა დროსაც სახლში არავინ იმყოფებოდა. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" სოფელ საჯიჯაოში მერიის წარმომადგენელმა თამარ კვარცხელიამ ისაუბრა.
"საღამოს დაახლოებით 8-9 საათზე გაჩნდა ხანძარი, ხის შენობა დაიწვა რომელიც ცალკე იდგა. მთავარი ნაგებობა არ დაზიანებულა. სახლში არავინ არ იყო. მიზეზი ჯერ უცნობია. დავითვლით ზარალს და დავეხმარებით,"- უთხრა რადიო "ათინათს" თამარ კვარაცხელიამ.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები