ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება სამეგრელოს მასშტაბით დაიწყო. სარეზერვო ფონდიდან რეგიონისთვის გამოყოფილმა თანხამ 6 780 000 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.
რამდენიმედღიანმა სტიქიამ სამეგრელოში 2400-მდე კერძო სახლის სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ დააზიანა. ზარალის კომპენსაციისთვის ადგილობრივი მოსახლეობსითვიის 1 470 000 ლარი გამოიყო.
5 310 000 ლარი კი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.
"ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან კომპენსაციებს მიიღებს. შესაბამისმა კომისიამ დაადგინა უკვე ზარალი და ანაზღაურება მოხდება შესაბამისად. მთავრობის განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 470 000 ლარი რომელიც გაიცემა საკომპენსაციოდ და ჩაერიცხება მოსახლეობას. გარდა კომპენსაციისა მთავრობამ რეგიონისათვის გამოყო 5.3 მილიონი ლარი რომელიც მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ხვალიდან მთელი რეგიონის მაშტაბით დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები,"- აღნიშნა სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაზიანებული მრავლბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 837 000 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები