დღეიდან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განმეორებითი ტექინსპექტირება 30 ლარი ღირს, მსუბუქი სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების მეორედ ტექდათვალიერების გასავლელად მძღოლებს 20 ლარის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილების მძღოლებს კი - 15 ლარის.
მასალის გამოყენების პირობები