ზუგდიდელი კარატისტი უტა ფონიავა ევროპის ჩემპიონი გახდა.
ზუგდიდის სპორტის განვითარების ცენტრის კარატეს მწვრთნელმა გელა ანთიამ რადიო
,,ათინათს'' უთხრა, რომ უტამ კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გამართულ ევროპის იუნორთა ჩემპიონატზე კუმიტეს 61 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალურ შეჯიბრში პოლონელი მეტოქე დომინიკ ძიუდა დაამარცხა და ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.
უტა ფონიავა 2020 - 2021 წლებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია.
იუნიორთა და კადეტთა შორის მომდევნო ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს, საქართველოში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები