გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან უხვი ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები მაღალ მთაში ძლიერ თოვას ელოდებიან, ზღვაზე კი - შტორმს.
"დასავლეთ საქართველოში 7 თებერვლიდან 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება,"- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები