თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ახლობლებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა.
ოჯახის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები