2022 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოავარიას 38 ადამიანი ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 276 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
რომელსაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვა.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევებს 38 ადამიანი ემსხვერპლა, 444 კი დაშავდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილის ექსპულატაციის წესებთან დაკავშირებული 1504 ადმინისტრაციული კანონდარღვვევა აღრიცხეს.
მასალის გამოყენების პირობები