სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო დღეების განმავლობაში, სამეგრელოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 11-12 თებერვალს რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი.
13 თებერვლიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს,ზოგან თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
"ძლიერი ქარი არ არის მოსალოდნელი. მცირე ნალექებს ველოდებით. 13 თებერვლიდან ტემპერატურა დაიწევს. მომავალი კვირის განმავლობაშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. შაბათს შეიძლება ცოტა იწვიმოს, კვირასაც ნალექს ველოდებით,"- უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები