გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე დაეცემა.
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს,"- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები