მარტვილელმა ქალმა, რომელმაც უამინდობის მიზეზით ქუთაისში დროულად ჩასვლა ვერ შეძლო, კლინიკა "ბომონდის" ეზოში იმშობიარა.
ინფორმაციას აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება
სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამავე ცნობით, ქალს ვაჟი შეეძინა.
"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში", - ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
მასალის გამოყენების პირობები