გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 23 თებერვლამდე დასვლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,
სინიპტიკოსები ზოგან ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. ზღვაზე კი მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა,"- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები