ზუგდიდსა და ხობში ხვალიდან გაზის მიწოდება რამდენიმე დღით შეიზღუდება
22 თებერვალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში გაზის მიწოდება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეფერხების მიზეზი ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა.
"გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, შესაძლოა გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდოს წალენჯიხაშიც.
"სოკარ გაზის" ინფორმაციით აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად, 23 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები