თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული
დაბალი ტემპერატურისა და მოსალოდნელი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის
კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები