გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების განმარტებით, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი.
ამავე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები