"მოგიწოდებთ მშვიდობიანი პროტესტისკენ"- თამარ ბელქანია სტუდენტებს
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტუდენტებს მიმართავს და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, საქართველოს საბჭოთა რუსეთში აბრუნებს, ამ ფონზე კი სტუდენტების პროტესტი უმნიშვნელოვანესია.
"მივმართავ სტუდენტებს, განსაკუთრებით ჩემ სტუდენტებს. საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია.ჩვენ ისევ ტოტალიტარულ, საბჭოთა რუსეთში გვაბრუნებენ. ამიტომ ჩემ სტუდენტებს მოვუწოდებ, მშვიდობიანი მსვლელობისკენ, მშვიდობიანი ბოიკოტისკენ. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, ეს არჩევანი უნდა იყოს მყარი პოზიცია ჩვენ გვინდა რუსეთი თუ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები, რომლის მატარებელი ისეც ვართ. ამ კანონის მიღება გულისხმობს, იმას რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ხელისუფლებას კრემლის მითითებით უწევს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. დღეს ყველაზე მნიშნველოვანია ეროვნული კონსოლიდაციის საგანი იყოს სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა,"- უთხრა თამარ ბელქანიამ ჟურნალისტებს.
"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საკნონმდებლო ორგანოში ამ წუთებში განიხილავენ. პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპორტესტო აქცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები