ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური "ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენას მოჰყვა, რომელზეც, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.
აღნიშნულს საკრებულოს წევრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ ფოტოები დახია და მმართველი პარტიის დეპუტატს, თაზო ფაცაციას შეაყარა.
ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირების დროს, ოპოზიციური პარტიის წევრებმა "ქართული ოცნების" დეპუტატს ოთარ ქადარიას წყალი შეასხეს.
მოგვიანებით, ოთარ ქადარიამ და თაზო ფაცაციამ დამსწრეებს ბოდიში მოუხადეს და მომხდარის შეფასებისაკენ მოუწოდეს.
სიტუაციის განმუხტვის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები