ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ შუა ხნის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ადვოკატ გვნაცა შელიას განმარტებით შესაძლოა დანაშაულის ჩადენის მომენტში ის შეურაცხადი არ ყოფილიყო. უფლებადამცველი ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ გატარებულიყო.
დაკავებულს პროცესზე არაფერი უთქვამს, ის დუმილის უფლებას იყენებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მკვლელობა 8 მარტს მოხდა. გამოძების ვერსიით ბრალდებულმა 55 წლის მამაკაცმა მოხუც დედას თავში შეშა ჩაარტყა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ფაქტს მანამდე მალავდა, სანამ პოლიციამ მომხდარის შესახებ არ გაიგო, ის სამი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებდა. ბრალდებული
11 მარტს დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები