მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს. მამაკაცი შსს-ს თანამშრომლებმა მას შემდეგ აიყვანეს, რაც ცნობილი
გახდა, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით არ იყო გარდაცვლილი და მას დაზიანებები თავის არეში ნაჯახით ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალი ორი დღის წინ გარდაიცვალა, მისი შვილი კი საგამოძიებო უწყებამ დღეს დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები