რიკოთის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15 მარტის 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გვირაბის ჩაკეტვის დროს, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ხოლო დანარჩენი სახის ავტროტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოვლით საავტომობილო გზაზე იქნება შესაძლებელი.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 მარტის 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება,"- ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტმაენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები