ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია მონტენეგროში მიმდინარე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობს.
ტურნირი 17 მარტს დაიწყო. გასულ ორ ტურში ხობელმა მოჭადრაკემ ერთი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
დიანა ლომაია დღეს ესტონელ მოჭადრაკეს მარგარეტ ოლდეს დაუპირისპირდება.
2021 წელს ლომაიამ, 16 წლის ასაკში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო ოსტატის ტიტული მოიპოვა
მასალის გამოყენების პირობები