ახალი ამბები
„მითხრა, რომ იყო მოსული თანხის წასაღებად და არა ვინმეს მოსაკლავად“ - მოწმე თავდამსხმელზე
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულები განიხილა, გარდა ამისა, გამოიკითხნენ ყოფილი მძევლები, რომლებიც 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მოწმის ირაკლი კვარაცხელიას თქმით, მძარცველი კომუნიკაციაში შედიოდა ბანკში მყოფ პირებთან. "მითხრა, რომ ის იყო მოსული თანხის წასაღებად და არა ვინმეს მოსაკლავად"- აღნიშნა კვარაცხელიამ.

"გოგონა იყო, რომელსაც წინა დღეს ქორწილი ჰქონდა, ფულის გამოსატანად იყო მოსული. ყველას გაეცინა, სიმწრის სიცილით, რა თქმა უნდა. მან (მძარცველმა) შეახსენა ყველას, რომ მსუბუქად არ შეეხედათ ამ სიტუაციისთვის - ის თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. იმის განცდა, რომ მძიმე ხასიათის ადამიანი იყო, არ გვქონია, უბრალოდ, შეიარაღებული მამაკაცი გვედგა ყუმბარით ხელში. ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად კომუნიკაციაში შევსულიყავით მასთან, თუ გასროლა მოუწევდა, რომ გართულებოდა. როცა ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მითხრა, ტელევიზიაში დამერეკა. მე მახსოვდა მისი სიტყვები, როცა თქვა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მძევლების დახოცვას დაიწყებდა, მე ვუთხარი, რომ ვერ მივცემდი უფლებას, ეს ჩემი ჩართვის დროს გაკეთებინა, რაზეც მიპასუხა, რომ ფულის წასაღებად იყო მოსული და არა ვინმეს მოსაკლავად. ყველა თავის სიტუაციას ჰყვებოდა"- თქვა ირაკლი კვარაცხელიამ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მოსამართლით განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრობა სხვა აღმკვეთი ღონისძიებით შეიცვალოს.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.