ხვალ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას გამართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების განცხადებით ეს იქნება მოსამზადებელი აქცია 9 აპრილს თბილისში დაგეგმილი დემონსტრაციისთვის.
შეკრებილები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას. პარტიის გეგმების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, წალენჯიხაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები