111 წარჩინებულ მე-10 კლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს
პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული 111 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
ლეპტოპები იმ მე-10 კლასელებს გადაეცათ, ვინც გასული სამი სასწავლო წელი 10 ქულიანი შეფასებით დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები