ზუგდიდის სკეიტ პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრები, მათ შორის, თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიმართავს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრების მთავარი მიზანია ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები პროტესტს საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, ასევე, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი “freesaakashvili” გამოხატავენ.
მასალის გამოყენების პირობები