პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები "პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ" კანონპროექტს დააინიცირებენ.
"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილის და დეპუტატ არმაზ ახვლედიანის ინიციატივით, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას. ამის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
საუბარია ყველა სახის პიროტექნიკაზე, გარდა F1 კატეგორიისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მასალის გამოყენების პირობები