ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რადიო "ათინათს" ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სატვირთო მიკრო ავტობუსი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტომობილში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები