რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვებით და საპატრულო პოლიციის მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებისთვის, სამარშრუტო ტაქსებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტისთვის უღელტეხილზე გადაადგილება 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე არის დასაშვები.
მისაბმელიანი,ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება მხოლოდ ღამის საათებში 00:01-დან 06:00 სთ-მდეა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები